საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობა ვარშავის უნივერსიტეტთან

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი გიორგი დგებუაძე, ვარშავის უნივერსიტეტის მოწვევით, 2024 წლის 25-28 იანვარს იმყოფებოდა პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრაციის ფაკულტეტზე.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი დგებუაძემ ვარშავის უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრაციის ფაკულტეტისა და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ცენტრის სტუდენტებისთვის წაიკითხა სალექციო კურსი ქართული სამართლის საფუძვლებზე. პოლონელ პროფესორებთან ერთად გაიმართა სამუშაო შეხვედრები, სადაც განიხილეს თსუ-სა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების გზები და ერთობლივი პროექტების განხორციელების სამომავლო პერსპექტივები.

თარიღი: 30/01/2024